• Category : SERVICE

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზების მომზადების საჭიროება წარმოიქმნება ძირითადად შემდეგი მიზეზის გამო:

  1. როდესაც საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე არსებობს ძველი დოკუმენტაცია 2002 წლამდე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში ან საინვენტარიზაციო გეგმით რეგისტრირებული. ამ შემთხვევაში რეგისტრირებული საკუთრება არ ფიქსირდება ინტერაქტიულ რუკაზე. იმისათვის, რომ მესაკუთრემ სრულყოფაში მოიყვანოს თავისი საკუთრების იურიდიული ნაწილი ამისათვის საჭიროა ჩაატაროს თავის მიწაზე საკადასტრო აზომვები. გეოდეზისტების მიერ ჩატარებული საველე სამუშაობის შემდგომ მირებული ინფორმაცია მუშავდება კამერალურად კადასტრის სპეციალისტების მიერ. ჯამში ვიღებთ დაზუსტებულ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზს, რომელსაც შემდგომ მესაკუთრე ან მინდობილი პირი წარადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საკადასტრო მონაცემები უკვე აისახება ინტერაქტიულ რუკაზე რომლის მოძებნაც შესაძლებელი იქნება საჯაროდ ნებისმიერი სუბიექტის მიერ.
  2. არის შემთხვევები როდესაც მესაკუთრეს უკვე დარეგისტრირებული აქვს ახალი სისტემით თავისი საკურება, მაგრამ არ შეესაბამება ფაქტიურ მდგომარეობას. ფაქტიური მდგომარეობა ნიშნავს ტერიტორიაზე არსებული ღობეების, შენობების თუ სხვა სიტუაციური ელემენტების თანხვედრას რეგისტრირებულ ხაზთან. ასეთ შემთხვევაში გეოდეზისტები მიერ ტარდება საკადასტრო აზომვები ობიექტზე. რა დროსაც განისაზღვრება ზემოთ აღნიშნული სიტუაციური ელემენტების XY კოორდინატები და კამერალური დამუშავებით კადასტრის სპეციალისტი უკვე ამზადებს კორექტირებულ საკადასტრო აზოვით ნახაზს რომლითაც თანხვედრაშია ფაქტიური სიტუაცია რეგისტრირებულ ხაზთან. აღსანიშნავია, რომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზის, მომზადებისას აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა მიაქციოს ყურადღება თუ რა ხელსაწყოებით ხდება საველე სამუშაოების ჩატარება. აუცილებლად საველე სამუშაოები უნდა ჩატარდეს მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოები. ღია ტერიტორიაზე საკმარისია GPS ხელსაწყოს გამოყენება, შენობების და ქუჩების არსებობის დროს სავალდებულოა გამოყენებული იყოს ასევე ელექტორი ტახეომეტრი.