- Category : SERVICE
პირველ რიგში დაკვალვის სერვისის გამოყენება აუცილებელია როდესაც დაინტერესებული პირი შეიძენს მიწის ნაკვეთს, რადგან ხშირ შემთხვევაში გამიზნულად ან არა გამიზნულად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ძველმა მეპატრონემ გაასხვისა ისეთი მიწის ნაკვეთი რომელიც არ შეესაბამებოდა ვიზუალურად ნანახ ტერიტორიას. დაკვალვის სერვისით მყიდველი უკვე გარანტირებულია რადგან გეოდეზისტები მას აჩვენებნ იმ საზღვრებს რის შეძენასაც ის აპირებს.
დაკვალვის დროს მზადდება ასევე დაკვალვის აქტი სადაც მითითებულია საკადასტრო მონაცემები, კუთხის კოორდინატები და ნაკვეთის საზღვრების ზომები.
გარდა აღნიშნულისა დაკვალვის სერვისის გამოყენება აუცილებელია მშენებლობის დაწყებისას სამშენებლო ღერძების ნატურში გადატანისათვის, რითაც გაკონტროლდება მშენებლობის სისწორე, მისი გეგმიური და სიმაღლური მიბმა რეგისტრირებულ საკადასტრო ერთეულთან. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ანალოგიურად აღნიშნული სამუშაოები ჩატარდეს მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოებით.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2011 წელს დაამონტაჟა მუდმივმოქმედი GPS სადგურები (CORS)-ის ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, რომელიც იძლევა 1 სანტიმეტრიანი სიზუსტის კოორდინატებს შესაბამისი GPS მოწყობილობის გამოყენებით.