NEW POINT

საამზომველო ხელსაწყოები

ჩვენი კომპანია ფლობს არაერთ საამზომველო ხელსაწყოს რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვასრულებთ ზუსტ და ხარისხიან საამზომველო მომსახურებას თქვენთვის.

GPS Leica Viva GS08 net rover -2012 წელი

მაღალი სიზუსტის გლობალური პოზიციონირების სისტემის (GPS) ხელსაწყო “Leica Viva GS08 net rover” მიბმულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუდმივად ჩართული (CORS) – ის (GPS) ბაზებზე და იძლევა + – 1 სმ. სიზუსტის XYZ კოორდინატებს. გამოიყენება მიწის ნაკვეთის საზღვრების დაკვალვის (ადგილზე ზუსტად განსაზღვრის) დროს, ასევე მაღალი სიზუსტის ტოპოგრაფიული გეგმებისა და სხვა სამგანზომილებიანი აზომვებისთვის.

Leica GS18 T GNSS RTK Rover

მიმღები, 2021 წლის მოდელი, თარაზოს ავტომატური გასწორების ფუნქციით. მისმა შესაძლებლობებმა მოლადინს გაადააჭარბა, გამარტივებული გამოყენების მეთოდით გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად ორიენტირებულები ვიყოთ დავალების შესრულებაზე და დავზოგოთ დრო. ის იძლევა შესაძლებლობას განახორციელოს უწყვეტი და ზუსტი პოზიციონირება შენობებით გარშემორტყმულ ობიექტზე სადაც სხვა ტიპის ხელსაწყოები კარგავენ კავშირს.

GeoMax Zenith20 სერია – 2014 წელი

მიმღები  GeoMax Zenith20 არის მომავალზე გათვლილი მსოფლიო დონის მიმღები რომელიც მხარს უჭერს: GPS, Glonass, Galileo, BeiDou გლობალური პოზიციონირების სისტემებს.

კომპაქტური დიზაინი, GSM და UHF მოდულები, მტვერგაუმტარი და წყალგაუმტარი კორპუსით. იძლევა მაღალი სიზუსტის საველე მონაცემებს და გამოიყენება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც კი სამუშაოს ხარისხიანად შესასრულებლად.

GPS Zenith 25 სერია – 2015 წელი

მიმღები  GeoMax Zenith25 პრემიუმ კლასის GPS მიმღები,  რომელიც მხარს უჭერს: GPS, Glonass, Galileo, BeiDou გლობალური პოზიციონირების სისტემებს. მისი საშუალებით ხდება საყრდენი წერტილების (რეპერები) XYZ კოორდინატების განსზღვრა სტატიკური რეჟიმის მეშვეობით რათა მირებული იქნეს მილიმეტრული სიზუსტე საპროექტო ობიექტის დასაკვალად.

Total Station Leica TS10-ultra -2020 წელი

Leica FlexLine TS10 (სიზუსტე 1“) არის მაღალი დონის ელექტროტახეომეტრი რომელიც საშუალებას გაძლევთ შეასრულოთ ურთულესი გეოდეზიური სამუშაოები მაღალი სიზუსტით.  Leica Captivate პროგრამული უზრუნველყოფით.                                                                        TS10 გთავაზობთ მსოფლიოში პირველ AutoHeight ფუნქციას, რაც საშუალებას გვაძლევს ავტომატურად გაზომოს, წაიკითხოს და დაადგინოს მისი მდებარეობის სიმაღლე.                                                                                 Leica FlexLine TS10 ძირითადად გამოიყენება რთული სამშენებლო ობიექტების გეოდეზიური სამუშაოებისთვის, სამშენებლო ღერძების თუ საპროეტო ფასადის დაკვალვა-აზომვისათვის.

Total Station Leica TS07-ultra -2019 წელი

Leica FlexLine TS07 (სიზუსტე 3“) გამოიყენება რეგულარული გეოდეზიური და კარტოგრაფიული დავალებების შესასრულებლად. გააჩნია მოქნილი და მარტივი ფუნქციები რომელთა გამოყენებით სამუშაოს შესრულება ხდება დროის მნიშვნელოვანი დაზოგვით.                                                                        TS07 წყვეტს ყოველდღიურ პროფესიულ გამოწვევებს, ამოცანებს სამოქალაქო მშენებლობის და ინჟინერიის ფარგლებში.

Total Station Leica TS06-ultra -2014 წელი

Total Station Leica TS06-ultra R500 (სიზუსტე 6“) სწრაფი და თავისი დროისთვის ერთ-ერთი უზუსტესი ელექტროტახეომეტრი რომელიც, დღესაც არანაკლებ მოთხოვნადია ბაზარზე მისი მაღალიფუნქციონალურობისა და სტაბილური მუშაობის გამო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ფუნქცია აღნიშნული ხელსაწყოსი არის ის რომ მას შეუძლია გაზომვები ჩაატაროს შორ მანძილებზე, კერძოდ აღნიშნულ ხელსაწყოს გეგმურ სიმაღლური ნიშნული განსაზღვრა შეუძლია 500 მეტრი მანძილზე რეფლექტორის გარეშე რეჟიმის გამოყენებით, რაც რაღათქმაუნდა დღესაც ითვლება მაღალ შედეგად.

Total Station GeoMax  Zoom 30 -2016 წელი

GeoMax Zoom 30 Pro ტახეომეტრი რომლეშიც კომბინირებულია მაქსიმალური ფუნქციონალურობა და ინტერფეისის სიმარტივე. სწრაფი დაკვალვის ფუნქციით, სანავიგაციო განათების სისტემით NavLight™, რეფლექტორის გარეშე 600 მ-დე გაზომვის რეჟიმით, მარტივად USB ფლეშ მოწყობილობაზე ინფორმაციის გადატანით, დიდი 3,5“ სენსორული დისფლეით, სანდო ოთხ ღერძიანი კომპენსატორით, შიდა Bluetooth ტექნოლოგიით – არის დღეისათვის ერთერთი უმაღლესი კლასის ტაქეომეტრი. სრული პროგრამების კომპლექტით გვაძლევს საშუალებას სწრაფად და მარტივად შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამუშაო, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.